კაფე მზიურის მხარდასაჭერად 1-ელ ივლისს 20:00 საათზე აქცია სახელად "მუსიკოსები კაფე მზიურისთვის" გაიმართება.
"როგორც იცით, ჩვენი კაფე საფრთხეშია და მის გადასარჩენად თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, "მზიურის კაფეს" ირგვლივ ერთიანდებიან ჩვენი მეგობრები, ადამიანები, ვინც ახლოს იცნობენ ჩვენს საქმიანობას, ვისთვისაც ჩვენი სოციალური მიზნები და მიღწევები მნიშვნელოვანია.
აქვე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს "მზიურის კაფეს" მხარდასაჭერი პეტიციის ხელმოწერა, რომელიც ეხმიანება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წერილს, რომელშიც მზიურის კაფეს შენობა განიხილება "თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად" და აუქციონზე გამოტანით იგეგმება მისთვის ახალი მფლობელის შერჩევა. ეს გადაწყვეტილება ემუქრება მზიურის კაფეს არსებობას, ყველა იმ შედეგს, რაც ჩვენმა კაფემ მრავალი წლის განმავლობაში არაერთი სოციალური პროექტით და აქტივობით მიაღწია.
სწორედ ამიტომ, ორშაბათს, გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ერთად მივაწვდინოთ ქალაქ თბილისის მერს ხმა და ვთხოვთ, შეცვალოს გადაწყვეტილება და მისცეს სოციალურ "კაფე მზიურს" საქმიანობის გაგრძელების საშუალება!", - წერია ღონისძიების ანონსში.
აქციაზე იმღერებენ:
***
კაფე მზიური უკვე 8 წელია სოციალური საწარმოს პრინციპით ფუნქციონირებს. 15 ივნისს მენეჯმენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება კაფის შენობა აუქციონზე გაიტანოს. როგორც მენეჯმენტის განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიიღეს წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან, საიდანაც გაირკვა, რომ კაფე მზიურს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.