თბილისისკენ დაძრულ მიკროავტობუსებში მგზავრები დაბნეულები იძლეოდნენ კომენტარებს. დღეს ვნახეთ, რომ მმართველი პარტიის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს სახის გამოჩენის ერიდებათ. იძულება, მუქარა და მოსყიდვა - ხშირ შემთხვევაში ასე აღმოჩნდნენ რეგიონებიდან მოქალაქეები თბილისში. ქუთაისში ოლიგარქმა ძველ ხერხსაც კი მიმართა და ხმის მიცემის სანაცვლოდ სურვილები ჩაიბარა. ამ ჩანაწერებში მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვება ჩანს. ოლიგარქის მმართველობის მე-13 წელს ხალხი მედიკამენტებზე და სამედიცინო კვლევებზე ოცნებობს.