ბეტონის ჯუნგლები, ცათამბჯენები, ახალი უბნები - რომელ გახმაურებულ პროექტებს დაამტკიცებს საკრებულო, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. ოპონენტები ამბობენ, რომ კალაძის მერია თბილისს ურბანულ გენოციდს უმზადებს და საეჭვო შეთანხმებების გაფორმებას ჩქარობს. სწორედ ამიტომ ყველა სადავო პროექტი ერთად, აგვისტოს ბოლოს გადის განხილვაზე. სალომე ჩადუნელი გვეტყვის მეტს მოსალოდნელ ხმაურიან კენჭისყრაზე.