მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა

მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა

მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა.

განკარგულებას, რომელიც 15 მაისითაა დათარიღებული, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

"ოჯახის სიწმინდის დღე" საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. ერთი წლით ადრე - 2013 წლის 17 მაისს ათობით სასულიერო პირმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.