მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი დაუზიანეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს

მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი დაუზიანეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს

მთავარი არხის ჟურნალისტს თეა ვაშალომიძეს მახინჯაურში უცნობმა პირმა მიკროფონი დაუზიანა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

ტელეკომპანიის ცნობით, გადამღები ჯგუფი ადგილზე ყოფილი მაღალჩინოსნის ჯუმბერ ვარდმანიძის ჩასაწერად იყო მისული.

"ოპერატორიც და ჟურნალისტის სახლის გარეთ იდგნენ. ჟურნალისტი შაბათის მთავარისთვის ამზადებს სიუჟეტს ხელვაჩაურის ყოფილ მერთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებზე.

პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსნის ნათესავია მიკროფონს ღრუბელი მოაძრო და გადააგდო, გადამღებ ჯგუფს კი ადგილზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა", - აცხადებენ მთავარ არხში.

ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს.