მთავარი არხის ცნობით, მათ ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. არხის ინფორმაციით, კიბერშეტევა დილის 5 საათზე დაიწყო.
"წაშლილია მონაცემთა ბაზის ნაწილი. არხის ტექნიკური სამსახური ამ წუთებში ცდილობს ჰაკერული თავდასხმის შეჩერებას, ამის შემდეგ კი მონაცემების აღდგენის პროცესი დაიწყება", - ნათქვამია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.