იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში ხვალინდელ, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშთან დაკავშირებით ქართული ოცნების პროპაგანდისტების გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს.
იგი განმარტავს, რომ პოლიციის შენობასთან, ისევე როგორც სხვა ადგილას, თავისუფლადაა შესაძლებელი აქციის ჩატარება, თუმცა მონაწილეებმა 20-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომ პოლიციის შენობასთან აქციის ჩატარება აკრძალულია და რომ ხვალინდელი მარში უკანონოა, ქართული ოცნების მიერ შეთხზული სიცრუეა, რაც ხალხის "დაფრთხობას" ემსახურება.
"პოლიციის შენობასთან აქციის ჩატარება ისე შეიძლება, როგორც სხვაგან, თუმცა 20 მეტრიანი დისტანციის დაცვით. ხვალ მნიშვნელოვანი მარშია, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე (ორთაჭალა), სადაც აქციის მონაწილეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ აქციაზე პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავებულებსა და ნაცემ ადამიანებს.
ეს აწუხებს ხელისუფლებას და შსს-ს, ამიტომ ხელისუფლების პროპაგანდისტებმა შეთხზეს ტყუილი, რომ პოლიციის შენობასთან აქციის ჩატარება აკრძალულია და მარში, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს უკანონოა. ამას ავრცელებენ სოციალურ ქსელებში და ჯგუფებში, ხალხის დასაფრთხობად.
თუ სადმე ასეთი პოსტი შეგხვდებათ, შეგიძლიათ ეს სტატუსი დაუკოპიროთ და დაუკომენტაროთ, ან უბრალოდ გადააშეაროთ", - წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.