მშობელი: ვინმე უნდა მოკვდეს, რომ მერე გამოვიდეს მთელი საქართველო? დაგვიდექით გვერდით

მშობელი: ვინმე უნდა მოკვდეს, რომ მერე გამოვიდეს მთელი საქართველო? დაგვიდექით გვერდით
მშობელი 01.05.23 14:07

მთავარია მედიკამენტის შემოტანა - ჩვენც ვიცით, რომ ამას უნდა ექიმების დატრენინგება, უნდა დრო, კი ბატონო, იყოს ორი თვე, სამი თვე, თუმცა 2-3 თვე ჩემი შვილისა და იმ ბავშვებისთვის, ვისაც ზედა ზღვარი აქვს, უკან გადადგმული უამრავი წელია, კიდევ დაველოდებით, 13 წელი თუ დავდიოდი, ამ შრომას წყალში ვერ ჩავყრით, ამიტომ მოეგეთ გონს, ნუ გვტანჯავთ, რას ითხოვთ, მაინტერესებს? აუცილებლად ვინმე უნდა მოკვდეს, რომ მერე გამოვიდეს მთელი საქართველო? რატომ ვართ ცოტა? სად არიან დედები, მამები? ამაზე დიდი ტანჯვა რა არსებობს? დღეს თუ ჩვენ და ჩვენი შვილები დავმარცხით, კი ბატონო, ავიკრავთ გუდა-ნაბადს და წავალთ, მთელი საქართველო წახვალთ საზღვარგარეთ? რატომ არ ხართ ჩვენთან ერთად? რატომ ტირით ტელევიზორებთან, აქ მოდით და გვერდით დაგვიდექით.

თქვა მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა.