მოწმე: სილის გაწვნის შემდეგ დგებუაძეს აღენიშნება ერთი რეაქცია, ეს არის თავდაცვა

მზიას აი, ამ სილის გაწვნის შემდეგ მას [დგებუაძეს] მხოლოდ და მხოლოდ აღენიშნება ერთი რეაქცია, ეს არის თავდაცვა, თუ ხედავთ კადრში, უკან იხევს. ეს არის თავდაცვა. მე რასაც ვუყურე და რა ვიდეოებიც შევისწავლე, ამის მიხედვით პაციენტს არ აღენიშნება ფიზიოლოგიური რეაქცია.

თქვენ რომ მე ახლა ხელი დამარტყათ, აუცილებლად დამეტყობა ან მიმიკა, ან მოტორია... თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეთხვევაში ტკივილი არ აღქმულა. თუ მეტკინა სახის არეში, მას აუცილებლად მოჰყვებოდა დაზიანება.

თქვა მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმემ, ქირურგ-იმპლანტოლოგმა, თათია ანდღულაძემ.