რუსეთში დააკავეს კაცი, რომელმაც ლენინის მავზოლეუმს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. შემთხვევა 17 ივლისს მოხდა.
Baza-ს ინფორმაციით, დაკავებული 37 კონსტანტინ სტაჩუკოვია ქალაქ ჩიტადან. მის მიმართ პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობის ოქმი შედგა.
მოტივების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მავზოლეუმი არ დაზიანებულა - მოლოტოვის კოქტეილი ტროტუარზე დაეცა.
"ლენინის მავზოლეუმს არაადეკვატური მამაკაცი მიუახლოვდა და მის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. აალება არ ყოფილა. სამართალდამცავებმა სამართალდამრღვევი სწრაფად დააკავეს", - განუცხადეს TASS-ს პოლიციაში.