კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა, სასამართლომ 16 წელი მიუსაჯა

კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა, სასამართლომ 16 წელი მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესებზე დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა საკუთარ შვილს.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 2025 წლის 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინა.

სასამართლომ იგი სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.