
კახა კალაძე ამბობ, რომ მისი შტაბის წევრებს მელიქიშვილის გამზირზე ქალებზე არ უძალადიათ.
"ქალებს სად ხედავ აქ, არცერთი არ არის ქალი, ქალი არ არის აქ არცერთი, არ ვიცი რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის, სად არის ქალი ერთი მაჩვენეთ, რომელია ქალი. თქვენც ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდა საარჩევნო შტაბს. არაფრით არ განსხვავდებით მათგან, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აშუქებთ სიბინძურეს, აღვივებთ დაპირისპირებას საზოგადოებაში, გახლეჩვის მცდელობას, ეს ხართ თქვენ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს", - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.