მოსკოვში აეროპორტების მუშაობაზე დროებითი შეზღუდვებია დაწესებული, მიზეზი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ინფორმაციას როსავიაცია ავრცელებს. იგივე შეზღუდვები მოქმედებს კალუგაში. შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და კალუგას აეროპორტები რეისებს არც იღებენ და არც აგზავნიან.
აეროპორტებში ამოქმედებულია გეგმა "Ковёр" (ხალიჩა). მისი ამოქმედება, როგორც წესით, დრონების თავდასხმის გამო ხდება.
როგორც რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიურო წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოსკოვში, მოსკოვისა და კალუგის ოლქებში დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.