18 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევაა.
რუსეთის დედაქალაქის მერის მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მისივე თქმით, ფრაგმენტების ნაწილი მოსკვა სითის რაიონში ჩაცვივდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.
დაზიანდა საგამოფენო ცენტრის ერთ-ერთი პავილიონის სახურავი და ფასადი. შენობაში თანამშრომლებს ამ დრომდე არ უშვებენ.
იერიშის გამო, პირველად მუშაობა შეწყვიტა მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა. აღსანიშნავია, რომ ექსპოცენტრის მახლობლად მდებარეობს რუსეთის მთავრობის შენობაც. სივრცე კრემლიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ დაახლოებით უკვე ოთხი ღამეა, რაც უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინელები მოსკოვზე "მორიგი ტერორისტული აქტის" ჩადენას ცდილობდნენ.