მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს

მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს

გამოცემა ბათუმელების ცნობით, მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

ნინო სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი, სამწლიანი ვადით 2022 წლის 10 მარტიდან გაამწესეს.

გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე მოსამართლე უვადოდ უნდა დანიშნონ ან გაათავისუფლონ. ბათუმელების ცნობით, ინფორმაცის დასაზუსტებლად ბათუმის საქალაქო სასამართლოში დარეკეს.

სასამართლოს ადმინისტრაციაში მათ უთხრეს, რომ შეკითხვას – გამწესდა თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილი უვადოდ – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უპასუხოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო ტელეფონზე სამუშაო საათებში ასევე ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არავინ კი გამოცემას არავინ უპასუხა.

პრესსამსახური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თვეებია აღარ ჰყავს.