
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც სინდისის პატიმარმა დასკვნითი სიტყვა თქვა.
დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი არ გამოაცხადა და ის 6 აგვისტოსთვის გადადო.
სასამართლო სხდომას დაესწრო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.