მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე განცხადებით ეხმაურება. ის გმობს ბოლო დროინდელ ძალადობას, მუქარას, შანტაჟსა და დევნას.
ასევე, მოსამართლე აცხადებს, რომ უარი უნდა ეთქვას ყველა პროექტს თუ ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის.
"ის რაც პოლიტიკის მიღმაა:
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად (კონსტიტუციის 78-ე მუხლი).
საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღესაც მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაცია (საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, 09.09.2024 გადაწყვეტილება ECHR, Application no.39611/18)
ამიტომ,
კი, ყველა იმ რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ყველა იმ პროექტს, ინიციატივას, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას!
ისტორიული შესაძლებლობა აქვს ქვეყანას და ეს არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს შვილებს!
არა, არა და არა ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!", - წერს მოსამართლე Facebook-ზე.