
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ომი უკრაინაში 50 დღეში არ დამთავრდება, ვაშინგტონი რუსეთის მიმართ 100%-იან მეორად [] ტარიფებს დააწესებს.
"ჩვენ ძალიან, ძალიან უკმაყოფილოები ვართ მათით [რუსეთით]. ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ტარიფები დაახლოებით 100%-იანი იქნება", - თქვა მან.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ რუტეს აშშ-ში ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი მოსკოვით "ძალიან უკმაყოფილოები არიან."
"იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით, რადგან ორი თვის წინ მეგონა, რომ შეთანხმებას მივაღწევდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ მოხდება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.