"მოსალოდნელია წვიმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონემ მოიმატოს" - გარემოს სააგენტო

"მოსალოდნელია წვიმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონემ მოიმატოს" - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 25-დან 26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.