მოქალაქეების უპრეცედენტო სოლიდარობა და საარჩევნო მობილიზაცია

მოქალაქეების უპრეცედენტო სოლიდარობა და საარჩევნო მობილიზაცია

რეგიონებში წასვლის და ხმის მიცემის არცერთი მსურველი ტრანსპორტის გარეშე არ დარჩება - რესპუბლიკის მოედნიდან მორიგი რეისი მალე დაიძვრება. არნახულ მობილიზებას აჩვენებს ამ წუთებშიც საზოგადოება. დაგიტოვებთ, წაგიყვანთ, ჩამოგიყვანთ, მანქანას გათხოვებთ, ბილეთს გიყიდით - სოციალურ ქსელებში შექმნილ ჯგუფებში მოქალაქეები სრულიად უცხო თანამემამულეებს დახმარებას სთავაზობენ.

სადგურებში შექმნილ რიგებსა თუ ტრანსპორტის დეფიციტს საზოგადოებამ უპრეცედენტო ენთუზიაზმით, სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და სოლიდარობით უპასუხა. თუ გადაადგილების ან რესურსის პრობლემა გაქვთ, ყველა საკითხს აგვარებს ფეისბუქში შექმნილი ჯგუფები - დაიტოვე, ოცდაექვსი, დაიცავი და მოხალისე მძღოლები.