სალომე ზურაბიშვილს გამოსვლის დროს ქართული ოცნების რიგებიდან მოღალატე დაუძახეს. 26 მაისის საპრეზიდენტო სიტყვას სწორედ ამგვარი რეპლიკები ახლდა. პრეზიდენტის მიმართვა მმართველი პარტიისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ვინ დაიძახა სიტყვა - მოღალატე. იყო თუ არა ეს ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც ოპოზიციიდან ქართულ ოცნებაში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და მმართველი გუნდისთვის ერთგულების დასადასტურებლად ძალებს არ იშურებს. მოღალატე მათივე ძალისხმევით არჩეულ პრეზიდენტს 2008 წლის ომთან დაკავშირებული ძველი განცხადებების გამო კი არა, მისი ამჟამინდელი პოზიციისთვის უწოდეს.