მისი პარტიის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბელგიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

მისი პარტიის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბელგიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

ბელგიაში არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ალექსანდრ დე კრომ განაცხადა, რომ ის თანამდებობას დატოვებს.

"ჩემთვის განსაკუთრებით რთული საღამო იყო, წავაგეთ. ხვალიდან მე ვიქნები გადამდგარი პრემიერმინისტრი", - განუცხადა მან აქციაზე მხარდამჭერებს.

ეგზიტპოლის მიხედვით, დე კროს პარტიამ Open VlD-მა 5,7% მიიღო, რაც 2019 წლის არჩევნებთან შედარებით 2,8%-ით ნაკლებია. პრემიერის გარდა, გადადგომის გადაწყვეტილება დე კროს პარტიის პრეზიდენტმა, ტომ ონგენამაც მიიღო.

დე კრო პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად ახალი მთავრობის დანიშვნამდე დარჩება.

"დავრწმუნდი, რომ ჩვენ ახალი მთავრობა სრული უფლებამოსილებით დროულად გვჭირდება", - განაცხადა მან და დასძინა, რომ "ამომრჩევლის გზავნილი ნათელია".