ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და ამას საქართველოში დეპოლარიზაციისკენ აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს.
ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
მიშელი ასევე მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ხელახალ დასტურს, რომ საქართველო არ მიიღებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს.
"საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის კანონი მესამე მოსმენით, პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე კონცენტრირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად." - აცხადებს შარლ მიშელი.
ევროპული საბჭოს თქმით, მათი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება ქმნის პოზიტიურ შანსს საქართველოსთვის, რომ გაატაროს რეფორმები და დაწინაურდეს ევროპულ გზაზე.
"საქართველოს მომავალი ევროკავშირშია" - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.