მიშა მშვილდაძეს, თავდასხმიდან მესამე დღეს, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ახლა საინტერესოა, რა დახვდება დაცვის მხარეს საქმის მასალებში. კადრები, რომელიც ფორმულამ შემთხვევის ადგილიდან მოიპოვა, აჩენს არა ერთ შეკითხვას თანამზრახველებსა და დანაშაულის ორგანიზებასთან დაკავშირებით. გამოძიება ასევე დუმს მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით. ადვოკატი მოითხოვს, ძალადობის ნაცვლად, ძიება დაიწყოს ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნაზე აზრის გამოხატვის გამო.