პარლამენტში ხელისუფლების სატელიტი ჯგუფის წარმომადგენელმა ძალადობის სამიზნეები ჩამოთვალა, მათ შორის მიშა მშვილდაძეც. ხელისუფლება ამ ფაქტის გამართლებას ცდილობს. ფორმულას წამყვანსა და ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმის საქმის ბრალდებული ახლა სასამართლოში იმყოფება. ნიკოლოზ გუგეშაშვილი ერთადერთი დაკავებულია, არადა კამერების ჩანაწერის მიხედვით, გამოძიება სხვა, არაერთი პირით უნდა დაინტერესდეს. გუგეშაშვილთან დაკავშირებით მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. გამოძიება ისევ მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. მოძალადის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფება ხელისუფლებასთან დაკავშირებული დაჯგუფება.