![პოლიციამ თელავში ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/a20dde2c-95d1-4b96-9349-3d54d75fc5fc.jpg)
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. შესაბამისი განცხადდება მირზოიანმა TRT-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვას - განხილულა თუ არა სამომავლო პერპექტივაში ევროკავშირში ან NATO-ში წევრობის იდეა სომხეთში, მინისტრმა თქვა, რომ "ასეთი იდეაც განხილულა".
"განსაკუთრებით, ბოლო წლებში, უკანასკნელ 3-4 წელიწადში ყველა იმ გამოწვევის ფონზე, რაც გვქონდა, სომხეთში ბევრი ახალი შესაძლებლობა ფართოდ განიხილება და არ იქნება საიდუმლო, თუ ვიტყვი, რომ იდეაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ერადერთი რამ, რაც შეიძლება დავამატო - სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს და როგორც უკვე ვთქვი, გავდივართ პროცესს, რომლის დასასრულსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს", - თქვა არარატ მირზოიანმა.