ოპოზიციონერ ქალებზე თავდასხმა, შეურაცხყოფა, მიკროფონის სროლა - ქართული ოცნება თავს კვლავ ვერ თოკავს. დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე მოხდა. სკანდალების ხშირი მონაწილე ლევან მგალობლიშვილი თავს დაესხა თინა ბოკუჩავასა და ანა წითლიძეს. ოპოზიცია მგალობლიშვილისთვის ალკოტესტის ჩატარებას მოითხოვს. აცხადებენ, რომ პლენარულ სხდომაზე დეპუტატი ნასვამი იყო. ჩხუბი სხდომათა დარბაზში რატი ბრეგაძის გამოსვლას მოჰყვა, მინისტრი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ლაპარაკობდა, ამტკიცებდა, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.