მინისტრი: არცერთი შემთხვევა არაა, ვინმეს ჩვენი საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის

თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის - ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება ყოველთვის შესრულდება, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.