სავიზო მიმოსვლის ეს პირველი პაკეტი მოიცავს ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და კერძო პირებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ. თუ ასე არ მოხდება, აშშ მზად არის, გადადგას დამატებითი ნაბიჯები
განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე, სადაც 30-მდე პირისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.