მილერი: წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვართ ოცნების ლიდერების ანტი-დასავლური რიტორიკით

გასულ დღეებში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვართ არა მხოლოდ კანონპროექტით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება, არამედ ქართული ოცნების ლიდერებისგან წამოსული ანტი-დასავლური რიტორიკითაც. მიგვაჩნია, რომ [რუსული კანონი] საფრთხეს უქმნის და საეჭვო მიმართულებით უცვლის გეზს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, და რა თქმა უნდა ის ძირს უთხრის ჩვენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.