ჩვენ ნათლად ვუთხარით უკრაინელებს, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს და არ ვახალისებთ თავდასხმებს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ამავდროულად მიმაჩნია, რომ უნდა შევახსენოთ ყველას, მთელ მსოფლიოს, ეს ომი რუსეთმა დაიწყო. რუსეთი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ამიტომ, როგორ წარმართავს უკრაინა თავის სამხედრო ოპერაციებს ეს თავად უკრაინის საქმეა. ამ ომში აგრესორი რუსეთია.
განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბელგოროდის ოლქში დაძაბული ვითარება და აფეთქებებია. რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა.