მილერი: ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას

მილერი: ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას"- ასე პასუხობს რადიო თავისუფლების შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ.

გამოცემის ცნობით, მეთიუ მილერი ასევე ეხმაურება მიმდინარე დემონსტრაციებს, რაც 32-ე დღეა გრძელდება, და აცხადებს:

"გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის".

ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა.

ინაუგურაციაზე მიწვეული არ იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.