მილანში საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდეს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს ემიგრანტებიც უერთდებიან. კანონპროექტი ევროპის ქალაქებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა გააპროტესტეს. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ნიუ-იორკშიც გაიმართა.