ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
როთმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი ახალი, სამართლიანად ჩატარებული არჩევნებია.
"ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება, მაგრამ ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა, ეს არაა შიდა დავა მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ესაა სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთგული ევროპელები მთელი ევროპიდან, ვალდებული ვართ ხმა ავამაღლოთ, როცა დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. მმართველი პარტიისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა - ამ სიტუაციის ერთადერთი შანსი გაყალბებული არჩევნების და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახალი არჩევნებია. ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რომ ნდობა აღვადგინოთ" - თქვა როთმა.