
მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრი ხართ შეწუხებული იმით, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავს.
დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ანტიკორუფციული ბიუროს პროცედურის ფარგლებში მოხდა.
თუმცა საბოლოოდ, პროკურატურის საჯარო განცხადებით გავიგეთ, რომ ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში დაიყადაღა.
ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მისი დასაბუთებაც ალბათ არ არის საჭირო, თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით დავწერთ.
ამასთან, ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას.
ქართულ ოცნებას უნდა, რომ ჩვენ მოქალაქეების და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა ვეღარ გავაგრძელოთ და გავჩერდეთ. აღარ ვამხილოთ მათი დანაშაულები და აღარ ვაშენოთ სოლიდარობა საზოგადოების შიგნით.
ვიზალიბერალიზაციის საკითხის დედლაინამდე (31 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცალკე დიდი საკითხია. პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა ქართული ოცნების მხრიდან და ამ პროცესის სრული საბოტაჟი.
წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.