მიქელაძე: 1 დღეც არ მისცეს ქათამაძეს, რომ ამოგვეწურა საერთაშორისო მექანიზმების რესურსი

ახლა გამოვიდა ბრიფინგი შსს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და აღიარა იძულებით გავაძევეთ თემურ ქათამაძეო. პროტოკოლის მიხედვით, მისი თურქული სახელი და გვარი წარმოთქვა.

ანუ შსს-მ აღიარა, რომ 1 საათითაც არ დააყოვნა და თემურ ქათამაძე დაუყოვნებლივ იძულებით გააძევა საქართველოდან, ისე რომ მის პარტნიორთან და ჩვენთანაც კი ვერ გააზიარა ეს ამბავი.

კარგად იცოდნენ, რომ სტრასბურგის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის გვქონდა მიმართული და ერთი ზედმეტი დღეც არ მისცეს თემურ ქათამაძეს, რომ ბოლომდე ამოგვეწურა საერთაშორისო მექანიზმების რესურსი.

უმოწყალო - ჩემთვის ეს ტერმინი ამ სისტემის ყველაზე კარგი აღმნიშვნელია.

წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევებასთან დაკავშირებით.