ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე, ხდება ეკლესიასა დაა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. [...] როდესაც პოლიტსაბჭომ გაასაჯაროვა ტექსტი იქ ჩამოთვლილი იყო პუნქტები, თუ რატომ ვთხოვთ ჩვენს ამომრჩეველს კონსტიტუციურ უმრავლესობას, იქ იყო მე-4 პუნქტი, რომელზეც ვთქვით, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები [...] როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში, გამყარდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არამც და არამც ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გივი მიქანაძემ.
ქართული ოცნება საპატრიარქოსთან განიხილავს ინიციატივას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. როგორც მღვდელმთავრების განცხადებებიდან იკვეთება, ეკლესია აღნიშნულ ინიციატივას არ იზიარებს.