მექსიკაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 64 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 64 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 64 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 65 კვლავ დაკარგულად ითვლება. უხვმა წვიმამ მეწყერები და წყალდიდობები გამოიწვია, განსაკუთრებით ვერაკრუსისა და იდალგოს შტატებში, სადაც ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა.

დააზიანდა დაახლოებით 100 ათასი საცხოვრებელი სახლი, დანგრეულია ხიდები და გზები. მაშველები ტალახსა და წყალში გადაადგილდებიან მოსახლეობის ევაკუაციისა და დახმარების მიზნით.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ასეთი ძლიერი წვიმა მოულოდნელი იყო. ხელისუფლება აღდგენით სამუშაოებს იწყებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეპიდემიური საფრთხეების, მათ შორის დენგეს, პრევენციას.