
"ოცნების" პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, სანამ მიყენებულ ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.
ახალი ინიციატივით უქმდება 16-წლიანი შეზღუდვის ვადა და აკრძალვა გახდება უვადო, სანამ ზიანი არ იქნება ანაზღაურებული.
კანონპროექტის მიხედვით, მსჯავრდებულებს შესაძლოა დაევალოთ ელექტრონული სამაჯურის ტარება, ქონების ჩამორთმევა და ფულადი ბრუნვის მკაცრი კონტროლი. ზარალის დაუფარავი თანხის პირობებში, მათ და მათ ოჯახის წევრებს ფულისა თუ ქონების მიღება აეკრძალებათ.
ცვლილებების ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, ხოლო ინიციატივა პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.