
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ პარასკევს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უმასპინძლებს თუ არა ზელენსკის თეთრ სახლში, დონალდ ტრამპმა უპასუხა : „ვფიქრობ, რომ დიახ“.
ამასთან, მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეუძლია ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებას.
„მას რუსეთი პატივს სცემს, უკრაინაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მას პუტინი პატივს სცემს და ის ჩემი მეგობარია“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.