მიჰკელსონი: ქართველები იმსახურებენ რეალურ მხარდაჭერას, როგორც სიტყვით, ისე საქმით

რუსეთის მიერ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და არალეგიტიმურ რეჟიმთან დაპირისპირებისას ევროპის სახელმწიფოების მთავრობების ამბივალენტური დამოკიდებულება, სამწუხაროდ, მიუთითებს, რომ ევროპის გარშემო თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საფასური უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება.

ქართველი ხალხი, რომელიც 32-ე დღეა მონდომებას აჩვენებს, იმსახურებს ევროპული ქვეყნების მორალურ და რეალურ მხარდაჭერას - როგორც სიტყვით, ისე საქმით. თუ ქართველი ხალხი არ იღლება და არ ნებდება, მაშინ ამის საშუალება საკუთარ თავს ევროპამაც არ უნდა მისცეს

წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი X-ზე.