მიჩელი: ივანიშვილს იდეა რომ მოსდის თავში, არავინ ამბობს, რომ ეს სულელური იდეაა

საქართველოს მთავრობას თითქმის იდენტური კანონი წარადგინა ერთი წლის წინ, თბილისის ქუჩებში დიდი დემონსტრაციები იყო, იმის მსგავსი, რაც წელს ვნახეთ, და მათ კანონი გაიწვიეს. ამჯერად ეს კვლავ გააკეთეს, ამიტომ - რატომ? და ვფიქრობ, მარტივი ახსნა ის არის, რომ რუსეთს უნდოდა მათ ეს გაეკეთებინათ. და ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა არ შეიძლება დანამდვილებით ვიცოდეთ და ვიტყვი, რომ არც ისე მნიშვნელოვანია ეს მოხდა თუ არა.

ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოს მთავრობაში ფორმალური როლი არ აქვს, ხშირად სათანადოდ არ არის შეფასებული აქ, შეერთებულ შტატებში. მაგრამ ეს არის რასაც ბიძინა აკეთებს. იდეა მოსდის თავში, მას წარადგენს და გარშემორტყმულია ხალხით, რომელთა უმთავრესი ამოცანა ცხოვრებაში მასთან ახლოს დარჩენაა, რათა ახლოს იყვნენ ძალაუფლებასთან და ფულისთვის, რომელიც საქართველოში მისგან მოდის. ასე რომ, არავინ არ ამბობს "ეს საკმაოდ სულელური იდეაა", მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალურად საკმაოდ სულელური იდეაა. ასე რომ, ის [იდეა] წინ მიიწევს. [...]

მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა სთხოვა თუ არა, შედეგი ძალიან ნათელია. შედეგი ის არის, რომ ეს ძალიან კარგია რუსეთისთვის.

თქვა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლინკოლნ მიჩელმა აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში გამართულ მოსმენაზე, სადაც რუსული სტილის კანონებზე ისაუბრეს.