მიანმარში კიდევ ერთი 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიანმარში კიდევ ერთი 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 5.1 მაგნიტუდას აღწევდა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბიძგი მას შემდეგ, რაც 28 მარტს ქვეყნის ტერიტორიაზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

მიანმარის სამხედრო ხელისუფლების მონაცემებით, სტიქიურმა უბედურებამ საერთო ჯამში 1,700-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 3,400-ს აჭარბებს. ამ დრომდე დაახლოებით 300 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მიანმარის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

მაშველებმა მანდალაიში მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებიდან 29 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. სამძებრო და სამაშველო ოპერაციები გრძელდება, მათ შორის დანგრეული სასტუმროების, სკოლების, მეჩეთების, მონასტრებისა და საცხოვრებელი სახლების ტერიტორიებზე.