მეზვრიშვილი პროკურატურას: ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე?

საქართველოს პროკურატურა, რას დაემსგავსეთ, რას? ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? პაპუაშვილს როდის იბარებთ მუქარაზე? ადამიანებზე თავდასხმაზე, ძალადობაზე, თვალთვალზე როდის იწყებთ გამოძიებას? ეს გამოძიება და ეს დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო და როგორ მწყდება გული, რომ ამას თქვენ აკეთებთ.

წერს პარტია გახარია - საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი პროკურატურის მიერ პრეზიდენტ სალომე ზუბირაშვილის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე.