გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიების უმოქმედობა არ ათავისუფლებს შერატონს მოქმედების ვალდებულებისგან. ვუშვებ, რომ შერატონის პერსონალმა არ იცოდა, რომ შემთხვევის ადგილის განადგურება არ შეიძლებოდა. მაგრამ ვერ და არ ვუშვებ, რომ შერატონის ადმინისტრაციამ არ იცის მის ხელთ არსებული სრული ჩანაწერის გადმოცემის და გამოქვეყნების მნიშვნელობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა შემთხვევის ადგილი გაწმენდილია, კამერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მათი დაცვის უფროსი პოლიციამ პრაქტიკულად გაიტაცა (გასაგებია რისთვის) და „ოცნების“ პროპაგანდის მანქანა ამოქოქილია.
კამერების ჩანაწერი ამ დრომდე არ გადმოგვცემია. ნებისმიერი დაყოვნება არამხოლოდ აძლიერებს პროკურატურასთან, შსს-სთან და სუს-თან შერატონის თანამშრომლობის ეჭვებს და საფრთხეს უქმნის ჩანაწერის მთლიანობას, არამედ ზიანს აყენებს შერატონის რეპუტაციას. დიდი იმედი მაქვს, რომ კლიენტის უსაფრთხოება თუ არა, საკუთარი რეპუტაცია მაინც გაღელვებთ.
წერს სოციალურ ქსელში გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.