როდესაც ერთობაზე მიდის ხოლმე საუბარი, იდეას შეუძლებელია იდეას შეეწინააღმდეგო, მით უმეტეს, როცა ზეპარტიულ საკითხებზე ვსაუბრობთ. და აქ წარმოდგენილი პარტიებიდან არ მეგულება არც ერთი, ვისთვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი არ არის ზეპარტიული. მთავარი კითხვა არ ისმის ხოლმე - ეს ერთობა ხმებს გვაკარგვინებს თუ არა. მთავარი ამოსავალია იმ ხელისუფლების დამარცხება, რომელიც არის უმთავრესი ბარიერი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ჩვენთვის მთავარი ამოსავალი და პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, რომ ხმები არ დაიკარგოს. ამომრჩეველი სხვადასხვაა, ჭრელია და ხმების დაკარგვის რისკს ვხედავთ. ალბათ, უმჯობესია და სწორი იქნება, რომ ერთობაზე განაცხადი, პირველ რიგში, იმ პარტიებმა გააკეთონ, რომლებიც დნმ-ით ერთნი არიან და მათი ერთობა ხმების დაკარგვის რისკს არ შექმნის. ამ საკითხს პრაგმატულად ვუდგებით.
არჩევნებზე მივდივართ მარტო.
თქვა პარტია საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ჯგუფ დაიტოვეს პროექტის პირდაპირ ეთერში.