მეზვრიშვილი: ივანიშვილმა სუსი პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადააქცია

ათასნაირ სიგიჟეს აკეთებენ, ეს არის პანიკის გამოვლინება. სუსი აღარ არის უწყება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას იცავს ან კორუფციას ებრძვის, ან ტერორისტებზე მუშაობს, რაც მისი მანდატია და რაც კანონით ევალება იმას არ აკეთებს, არამედ ეს [სუსი] ივანიშვილმა გადააქცია ერთ-ერთ პროპაგანდისტულ ტელევიზიად, იმედსა და POSTV-ისთან ერთად, სამწუხაროდ, რომელიც არჩევნებამდე დაკავებული იქნება ტყუილების, დეზინფორმაციის, პროპაგანდის გავრცელებით და ძალიან ბევრ სერიას შემოგვთავაზებს ეს ახალი ტელევიზია სუსის სახით.

თქვა ფორმულასთან გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა ნათია მეზვრიშვილმა. ის სუსის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ხელისუფლების წევრების Al-ით შექმნილი ყალბი ჩანაწერების გავრცელება იგეგმება.