ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს არ სურს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი დაჩქარებულად იქნეს განხილული.
მისი თქმით, პატრიარქის მოსაზრება შეხვედრაზე მოსაყდრე შიო მუჯირმა განაცხადა.
მეუფე გრიგოლმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არ განიხილება ქარული ოცნების ინიციატივის მიღების საკითხი, არამედ საკითხის გარშემო მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს.
"მინდა ხაზგასმით გითხრათ, პატრიარქის სირვილი აღინიშნა მოსაყდრის მიერ - მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი დაჩქარებულად არ იქნას განხილული. აქ საუბარია სახელმწიფოს გაცხადებულ ნებაზე, კეთილ ნებაზე. ამის უკან რაღაც სპეკულაციები, რომ კარგია ან ცუდია - ამ ყოველივეს სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები.
დღეს საუბარი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. რა სურვილიც აქვს მთავრობას, ის ეკლესიას [ამ სურვილს] სთავაზობს, რათა კონსულტაციები განიმართოს", - თქვა მეუფე გრიგოლმა.