მეუფე დავითი: მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სასარგებლო არ იქნება

ეს შემოთავაზება არ მივიღეთ, რადგან ჩვენ გვაქვს უკეთესი ფორმა თანამშრომლობისა და შეთანხმების, რაც კონსტიტუციური შეთანხმებაა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება არცერთი მხარისთვის არ იქნება სასარგებლო - არც ეკლესიისთვის, არც სახელმწიფოსთვის.

ასე ეხმაურება ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ქართული ოცნების ინიციტივას.