მერცი უკრაინაზე: ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს

სამი წელი რუსეთის აგრესიული ომიდან უკრაინის წინააღმდეგ. სამი წელი ომი ევროპაში. სამი წელია თან გვახლავს ნგრევისა და ომის დანაშაულების საშინელი სურათები. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ. სამართლიანი მშვიდობისთვის ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს.

წერს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი. სავარაუდოდ, სწორედ ის იქნება გერმანიის მომავალი კანცლერი.